ფემოფლორი
ფემოფლორი - ეს არის Real-time PCR მეთოდზე დაფუძნებული თანამედროვე კვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა კომპლექსურად შევაფასოთ ვაგინალური მიკროფლორა: განვსაზღვროთ ლაქტობაქტერიების რაოდენობა, პირობით პათოგენული მიკროორგანიზმები და გამოვავლინოთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.
ტრადიციული კვლევის მეთოდებისგან განსხვავებით, სადაც მაღალია სუბიექტური ფაქტორები და შეუძლებელია სრული ინფექციური სპექტრის ზუსტი გამოკვლევა, Femoflor-ის შემთხვევაში, ტესტის სპეციფიურობა და მგრძნობელობა შეადგენს 97% და შესაძლებლობა გვაქვს ერთი კვლევის ფარგლებში შევაფასოთ საშოს მიკროფლორა, განვსაზღვროთ ნორმალური და პირობით პათოგენური ფლორის თანაფარდობა დისბიოზური მდგომარეობის შეფასების მიზნით და გამოვიკვლიოთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.
ლაბორატორია მიქსტა გთავაზობთ ტესტი Femoflor-ის ორ პროფილს : Femoflor Screen და Femoflor 16.
Femoflor Screen - ტესტის შემადგენლობა: ნორმალური მიკროფლორა: Lactobaccillus spp.; პირობით პათოგენური ანაერობული მიკროორგანიზმები: Gardnerella vaginalis/Prevotella bivia/Porphyromonas spp.; Candida-ს გვარის საფუარის მსგავსი სოკოები: Candida spp; პირობით პათოგენური მიკოპლაზმა/ურეაპლაზმების კვლევა: Mycoplasma hominis, Ureaplasma (urealyticum + parvum); სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: Chlamydia trachomatis, Trichomonas vaginalis, Neisseria gonorrhoeae, Mycoplasma genitalium, HSV1, HSV2, CMV.
Femoflor 16 - ტესტის შემადგენლობა: ნორმალური მიკროფლორა: Lactobaccillus spp. პირობით პათოგენური აერობული და ანაერობული მიკროორგანიზმები: Enterobacteriacea, Streptococcus spp., Staphyloccocus spp., Gardnerella vaginalis/Prevotella bivia/Porphyromonas spp, Eubacterium spp., Sneathia spp./Leptotrichia spp/Fusobacterium spp., Megasphaera spp./Veillonella spp./Dialister spp, Lachnobacterium spp./Clostridium spp.Mobiluncus spp./Corynebacterium spp. Peptostreptococcus spp, Atopobium vaginae; Candida-ს გვარის საფუარის მსგავსი სოკოები: Candida spp; პირობით პათოგენური მიკოპლაზმა/ურეაპლაზმების კვლევა: Mycoplasma hominis, Ureaplasma (urealyticum + parvum); სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: Mycoplasma genitalium.