ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

მულტიპროფილური ლაბორატორია „მიქსტა“ ოპერირებს ქალაქ ქუთაისში 2020 წლიდან. ლაბორატორია მოწყობილია თანამედროვე სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად და აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მიერ წარმოებული უახლესი აპარატურით.

მიქსტა-ს გუნდი აერთიანებს მაღალკვალიფიციურ ექიმებსა და ლაბორანტებს, რომელთა უმრავლესობას სტაჟირება გავლილი აქვს აშშ–ის და ევროპის წამყვან ლაბორატორიებსა და სამედიცინო ცენტრებში. პერსონალის მაღალი პროფესიონალიზმი, ლაბორატორიის მაღალტექნოლოგიურ აპარატურასთან ერთად, უზრუნველყოფს მიღებული შედეგების გარანტირებულ სიზუსტესა და ხარისხს.

ჩვენთან მკაცრად არის დაცული ხარისხის კონტროლის ყველა ეტაპი: ლაბორატორია ჩართულია გარე ხარისხის კონტროლის პროგრამებში, დამატებით აქვს გავლილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გარე ხარისხის კონტროლის ტესტები 2021 და 2022 წელს.

Covid 19 -ის პანდემიის დროს 2020-2022 წლებში, მიქსტა წარმოადგენდა ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ერთ-ერთ მოწინავე ლაბორატორიას: პანდემიის განმავლობაში ჩატარებული 300 000 -ზე მეტი PCR კვლევით.

ლაბორატორიის მიზანია საქართველოში დაინერგოს საერთაშორისო სტანდარტების მოლეკულურ-გენეტიკურ მეთოდზე დაფუძნებული კვლევები, რაც ქართველ ექიმებს საშუალებას მისცემს დროულად და ზუსტად მოახდინონ სხვადასხვა პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა მედიცინის ისეთი მიმართულებებისთვის როგირიცაა: გინეკოლოგია, უროლოგია, ონკოლოგია, ბაქტერიოლოგია და სხვა.

ჩვენ გვსურს საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა ის თანამედროვე და მნიშვნელოვანი მოლეკულური კვლევა, რომელიც წარმოადგენს დიაგნოსტიკაში ახალ სიტყვას ან უკვე წლებია დანერგილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.